---
title: მსოფლიო ბაზრები ახალი გამოწვევებისთვის ემზადებიან
description: დონალდ ტრამპმა, 1-ლი თებერვლიდან კანადიდან, მექსიკიდან და ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ახალი ტარიფები დააწესა, კერძოდ, მექსიკურ და კანადურ იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი, ხოლო ჩინურ პროდუქციაზე 10%-იანი გადასახადი.
image: https://investman.us/hubfs/donald-trump-oval-office-ap-jc-180905_hpMain_16x9_992.jpg
---

[![investman logo cropped](https://investman.us/hs-fs/hubfs/investman%20logo%20cropped.jpg?width=170&height=73&name=investman%20logo%20cropped.jpg "investman logo cropped")](https://investman.us/)

- [ბლოგი](https://investman.us/blog)
- ვებინარები
  
  Show submenu for ვებინარები 
  
    - [ინვესტირება და ტრეიდინგი](https://event.webinarjam.com/register/3/xrpzoiw)
- [ივენთები](https://events.investman.us/)
- [კურსები](https://investman.learnworlds.com)
- [Facebook](https://www.facebook.com/investmancommunity)

- [ბლოგი](https://investman.us/blog)
- ვებინარები
  
  Show submenu for ვებინარები 
  
    - [ინვესტირება და ტრეიდინგი](https://event.webinarjam.com/register/3/xrpzoiw)
- [ივენთები](https://events.investman.us/)
- [კურსები](https://investman.learnworlds.com)
- [Facebook](https://www.facebook.com/investmancommunity)

# მსოფლიო ბაზრები ახალი გამოწვევებისთვის ემზადებიან

დონალდ ტრამპმა, 1-ლი თებერვლიდან კანადიდან, მექსიკიდან და ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ახალი ტარიფები დააწესა, კერძოდ, მექსიკურ და კანადურ იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი, ხოლო ჩინურ პროდუქციაზე 10%-იანი გადასახადი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 1-ლი თებერვლიდან კანადიდან, მექსიკიდან და ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ახალი ტარიფები დააწესა, კერძოდ, მექსიკურ და კანადურ იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი, ხოლო ჩინურ პროდუქციაზე 10%-იანი გადასახადი. ეს გადაწყვეტილება სავაჭრო ომის ესკალაციის რისკებს ზრდის, რადგან მექსიკა და კანადა ამერიკის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან და, სავარაუდოდ, საპასუხო სანქციებს უკვე ამზადებენ.

ექსპერტების შეფასებით, ფინანსურ ბაზრებზე მორიგი არასტაბილურობის ტალღაა მოსალოდნელი. მარკ მალეკის, საინვესტიციო კომპანია Siebert Financial-ის მთავარი სტრატეგის აზრით, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ამერიკული კორპორაციების მოგებაზე მოახდენს გავლენას, არამედ ინფლაციის ზრდასაც შეუწყობს ხელს.

„ბაზრები აქამდე ტრამპის პოლიტიკას მხარს უჭერდნენ, თუმცა ამჯერად შესაძლოა, სწორედ ისინი გახდნენ მისი პირველადი კრიტიკოსები,“ – ამბობს მალეკი.

გავლენა სავალუტო და კრიპტობაზრებზეც უკვე შესამჩნევია. ATFX Global-ის საბაზრო ანალიტიკოსი ნიკ ტვიდეილი ვარაუდობს, რომ კანადური, მექსიკური და ჩინური ვალუტები სერიოზულ ზეწოლას იგრძნობენ.

უკვე დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ვარდნები: კანადური დოლარი ხუთწლიან მინიმუმზეა, მექსიკური პესო 12%-ით გაუფასურდა, ხოლო კრიპტობაზარზე ბიტკოინის ფასი სამკვირიან მინიმუმამდე, 91,441.89 დოლარამდე დაეცა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კრიპტოსექტორში ინვესტორების მასშტაბური ლიკვიდაციები გაგრძელდება.

ტრამპი აღიარებს, რომ მაღალი ტარიფები შესაძლოა, მომხმარებლებისთვის ხარჯების ზრდას და დროებით შეფერხებებს გამოიწვევს, თუმცა აცხადებს, რომ საფინანსო ბაზრებზე ეს მას დიდად არ აღელვებს.

სპეციალისტების შეფასებით, თუ ეს სავაჭრო დაძაბულობა გაგრძელდება, ზარალი შესაძლოა, 2.1 ტრილიონ დოლარსაც გადააჭარბოს და გლობალურ ეკონომიკაზე სერიოზული გავლენა მოახდინოს.

#### Share:

![](https://investman.us/hubfs/ana.jpg)

### Ana Kirtskhalia

### Related News

[![](https://investman.us/hs-fs/hubfs/GettyImages-2175725044-87e4b27dd71c4da29b2816b9e6079d83.jpg?width=352&name=GettyImages-2175725044-87e4b27dd71c4da29b2816b9e6079d83.jpg)](https://investman.us/blog/dow-jones-industrial)

[history](https://investman.us/blog/tag/history)

### [Dow Jones-ის 125-წლიანი ისტორია](https://investman.us/blog/dow-jones-industrial)

[+ Read more](https://investman.us/blog/dow-jones-industrial)

[![](https://investman.us/hs-fs/hubfs/Screenshot%202025-04-07%20102943.png?width=352&name=Screenshot%202025-04-07%20102943.png)](https://investman.us/blog/2.4-ტრილიონი-გაქრა-სულ-რაღაც-ერთ-დღეში)

[trading](https://investman.us/blog/tag/trading)

### [$2.4 ტრილიონი გაქრა სულ რაღაც ერთ დღეში](https://investman.us/blog/2.4-ტრილიონი-გაქრა-სულ-რაღაც-ერთ-დღეში)

[+ Read more](https://investman.us/blog/2.4-ტრილიონი-გაქრა-სულ-რაღაც-ერთ-დღეში)

[![](https://investman.us/hs-fs/hubfs/73008046-26b5-4e02-9a32-c8d601a9ee79.jpeg?width=352&name=73008046-26b5-4e02-9a32-c8d601a9ee79.jpeg)](https://investman.us/blog/sauketeso-dro-vachrobistvis)

[interesting](https://investman.us/blog/tag/interesting)

### [და მართლაც, რომელია საუკეთესო დრო ვაჭრობისთვის?!](https://investman.us/blog/sauketeso-dro-vachrobistvis)

[+ Read more](https://investman.us/blog/sauketeso-dro-vachrobistvis)

გაერკვიეთ ეკონომიკის და ფინანსური ბაზრების რთული სამყაროში.

[Follow us on Facebook](https://www.facebook.com/investmancommunity) [Follow us on Facebook](https://www.youtube.com/@Investmanedu/) [Follow us on Facebook](https://discord.gg/knAvhFQZzd)

Developed by InvestMan Team

```json
{
  "@context" : "https://schema.org",
  "@type" : "BlogPosting",
  "author" : {
    "@type" : "Person",
    "name" : "Ana Kirtskhalia",
    "url" : "https://investman.us/blog/author/ana-kirtskhalia"
  },
  "dateModified" : "2025-02-03T19:26:53.895Z",
  "datePublished" : "2025-02-03T19:26:53.000Z",
  "headline" : "მსოფლიო ბაზრები ახალი გამოწვევებისთვის ემზადებიან",
  "image" : [ "https://investman.us/hubfs/donald-trump-oval-office-ap-jc-180905_hpMain_16x9_992.jpg" ],
  "mainEntityOfPage" : {
    "@id" : "https://investman.us/blog/გლობალური-ეკონომიკის-გამოწვევები",
    "@type" : "WebPage"
  },
  "publisher" : {
    "@type" : "Organization",
    "logo" : {
      "@type" : "ImageObject"
    }
  }
}
```