<img height="1" width="1" style="display:none" src="https://www.facebook.com/tr?id=788031110130547&amp;ev=PageView&amp;noscript=1">

$2.4 ტრილიონი გაქრა სულ რაღაც ერთ დღეში

უოლ სტრიტზე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დღე დადგა — S&P 500-ის კომპანიებმა ერთობლივად დაკარგეს $2.4 ტრილიონი დოლარის საბაზრო ღირებულება მხოლოდ ერთ სავაჭრო დღეში. მსგავსი მასშტაბის ვარდნა ბოლოს 2020 წლის ფინანსური ქაოსის დროს დაფიქსირდა.

უოლ სტრიტზე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დღე დადგა — S&P 500-ის კომპანიებმა ერთობლივად დაკარგეს $2.4 ტრილიონი დოლარის საბაზრო ღირებულება მხოლოდ ერთ სავაჭრო დღეში. მსგავსი მასშტაბის ვარდნა ბოლოს 2020 წლის ფინანსური ქაოსის დროს დაფიქსირდა.

ამ შოკისმომგვრელ ცვლილებას წინ უძღოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოულოდნელი განცხადება: საპასუხო ტარიფების დაწესება ჯამში 180 ქვეყნისთვის.

თეთრი სახლის ცნობით, ტარიფები შეეხება იმ ქვეყნებსაც, რომლებიც სიაში პირდაპირ არ იყვნენ დასახელებულნი — მათთვის დაწესდება საბაზისო 10%-იანი ტარიფი. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებს არღვევს, არამედ იწვევს გლობალური ეკონომიკის რეცესიის რეალურ საფრთხეს.

ბაზრის რეაქცია იყო მყისიერი და მწვავე:

S&P 500 დაეცა 5%-ით, 400-ზე მეტმა კომპანიამ დაკარგა ღირებულება;

Dow Jones Industrial Average შემცირდა 3.98%-ით, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა 2020 წლის ივნისის შემდეგ;

Nasdaq Composite დაეცა 5.97%-ით — ეს ყველაზე მძიმე დღიური ვარდნაა 2020 წლის მარტის შემდეგ.

გაფართოებულმა ტარიფების პოლიტიკამ და ბაზარზე გაურკვევლობამ ბევრი ინვესტორი მოულოდნელად რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ანალიტიკოსები და ეკონომისტები აფრთხილებენ, რომ სავაჭრო ომის ეს ტალღა შესაძლოა გადაიქცეს გადამწყვეტ დაბრკოლებად გლობალური ეკონომიკისთვის, რომელიც ისედაც სუსტ საყრდენზე დგას.



შეგახსენებთ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა იმ 180 ქვეყნის სია, რომლებზეც აშშ-მ საპასუხო ტარიფები დააწესა. ახალი გადასახადები თითოეული ქვეყნის მიერ აშშ-ისთვის დაწესებული ბარიერების საფუძველზე განისაზღვრა და ზოგიერთ შემთხვევაში მნიშვნელოვნად აჭარბებს წინასწარ დაანონსებულ დონეს.

ჩინეთიდან იმპორტზე ტარიფები 54%-მდე გაიზარდა. ვიეტნამს დაეკისრა 46%, იაპონიას – 24%, ინდოეთს – 26%.

ევროკავშირი:
იმპორტირებული საქონელი ახლა 20%-ით დაიბეგრება. ტარიფები შეეხო საქართველოზეც – მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა სიაში არ ყოფილა, მასაც დაეკისრა საბაზისო 10%-იანი გადასახადი.

გამონაკლისები:
კანადა და მექსიკა საბაზისო ტარიფს არ დაექვემდებარებიან, თუმცა მათთვის 25%-იანი გადასახადი უკვე ძალაში შევა. ავტომობილებზე დაწესებული ტარიფები კი უკვე მოქმედებს.

ტრამპმა დაწესებულ გადასახადებს "შეღავათიანი ტარიფები" უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი მხოლოდ სიმკაცრით კი არა, "გულისხმიერებითაც" გამოირჩევა.

Ana Kirtskhalia