<img height="1" width="1" style="display:none" src="https://www.facebook.com/tr?id=788031110130547&amp;ev=PageView&amp;noscript=1">

ჩვენი ტრანსფორმაციული კონფერენცია

მოგესალმებით, მეგობრებო! 8 დეკემბერს ჩვენს მიერ ჩატარებული კონფერენციის შესახებ მსურს რომ მოგიყვეთ. ყოველი მომენტის, ყოველი ემოციის და ყოველი სიტყვის გონებაში ჩაბეჭდვა რომ მოგინდება, სწორედ ისეთი დღის. თითოეული წამი იყო ძალიან ძვირფასი, და მსურს, რომ ეს ყველაფერი თქვენც გაგიზიაროთ.

მეგობრებო, საოცრად დადებითი ემოციებით ვარ ავსებული. როგორც კი შევედი, ყველგან თბილი მიღება და გულწრფელი ღიმილი დამხვდა. მე თითქმის ვერავის ვცნობდი, იქ კი, ისინი კი თითქმის ყოველი მათგანი მცნობდა.. რასაც ჩვენ "ინვესტმენის: ფარგლებში ვაკეთებთ, თურმე, თითოეულ ჩვენს მოქმედებას ჰქონია ფასი... გულთბილი ღიმილითა და ჩახუტებით მიმიღეს, მის თანაგუნდელად ჩამთვალეს. ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ გამახსენა, რამდენად მნიშვნელოვანი და საჭირო საქმე გვაქვს ჩვენ წამოწყებული. გასაოცარია, არა?!

გუნდს ერთი მიზანი გვქონდა: შემოგვეკრიფა ჩვენს გარშემო ისეთი საზოგადოება, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა განვითარებასა და წინსვლაზე. ვინაიდან და რადგან, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე ქართულ ენაზე მასალა ძალიან მცირეა, ჩვენი მისია მდგომარეობდა შემდეგში: კურსის შექმნა, რომელიც იქნებოდა მარტივი, ხელმისაწვდომი და მარტივად აღსაქმელი – ისეთი ხელსაწყოების მიწოდება, რომლებიც გააძლიერებენ ჩვენს ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით იმათ, ვინც ემიგრანტობის სირთულეებს ებრძვის. როდესაც პირადად ვისმენდი, როგორ შეცვალა ჩვენს მიერ შექმნილმა გაკვეთილებმა, სემინარებმა და რესურსებმა ადამიანების ცხოვრება, ეს იყო ძალიან შთამაგონებელი და ასევე ემოციური, რადგან გააკეთო საქმე ერთია და მიიღო შედეგი ეს სრულიად სხვა ხელოვნებაა.

ჩემი პირადი გამოცდილების გაზიარება ჩემთვის ყოველთვის რთული იყო. მაგრამ იმ დღეს, მოტივირებული და მადლიერი ადამიანებით გარშემორტყმულმა, თავი უსაფრთხოდ ვიგრძენი. გარემო მხოლოდ პროფესიული კი არ იყო, არამედ თბილი და ოჯახური. ეს იყო სიმშვიდის შეგრძნება, რომელიც გამოიწვია ხალხმა, რომელთაც ნამდვილად უყვარს და სჯერა ჩვენი მისიის. მათი წახალისება და მადლიერება იყო კიდევ ერთი შეხსენება, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ერთიანობა და ურთიერთდახმარება.

სხვების ცხოვრებაში ჩვენი ნამუშევრის ხელშესახები შედეგების დანახვა იყო საოცრად ამაღელვებელი. ახლა უკვე ნათელია, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა სცილდება მხოლოდ განათლების მიწოდებას; ეს არის ჩვენი ქართული ოჯახის მხარდაჭერა და გაძლიერება. ჩვენ გვინდა ვიყოთ ერთიანობა, რომელიც ემიგრანტობის გამოცდილებას გააადვილებს და დაეხმარება მათ გზის გაკვალვაში.

იმ დღემ ახალი მუხტი შემმატა. მან დამანახა, რამდენი რამ გავაკეთეთ და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, რამდენი კიდევ შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაგრძელოთ ეს გზა, დაუღალავად ვიმუშაოთ, რათა კიდევ უფრო მეტი ღირებულება და შესაძლებლობები მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას. ერთად, ჩვენ შეგვიძლია საოცარი შედეგების მიღწევა და მომავლის შექმნა.

ყველას, ვინც იმ დღეს იქ იყო: მადლობა. თქვენი ისტორიები, თქვენი მადლიერება და თქვენი ნდობა ყველაფერს ნიშნავს ჩვენთვის. თქვენ გვაძლევთ შთაგონებას, რომ გავაგრძელოთ, ვაშენოთ და დაგიბრუნოთ მეტი. ეს მხოლოდ დასაწყისია და რაც წინ გველოდება ის შეუფასებელია.

იმედია, ჩვენ შევძლებთ, რომ ერთობით განვითარდეთ, გავძლიერდეთ და ცვლილებებს შევეჭიდოთ!

Ana Kirtskhalia