<img height="1" width="1" style="display:none" src="https://www.facebook.com/tr?id=788031110130547&amp;ev=PageView&amp;noscript=1">

Dow Jones-ის 125-წლიანი ისტორია

დოუ-ჯონსის ინდექსი შეიქმნა უოლ სტრიტ ჯორნალის რედაქტორისა და Dow Jones & Company-ის თანადამფუძნებელის - ჩარლზ დოუს მიერ.

იცოდით? Dow Jones-ის 125-წლიანი ისტორია

Dow Jones Industrial Average (DJIA) – ეს არა მხოლოდ საფონდო ბირჟის რიგითი ინდექსი, არამედ გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და აღიარებული ინდექსია მსოფლიოში. ის 1896 წელს შეიქმნა და მას შემდეგ მისი მოძრაობა მარკეტის დინამიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

წარმოიდგინეთ, მისი შექმნისას Dow Jones-ში მხოლოდ 12 კომპანია იყო წარმოდგენილი, რომელთა ძირითადი საქმიანობა რკინიგზაზე, ბამბაზე, გაზსა და შაქარზე იყო კონცენტრირებული. დღეს კი Dow Jones აერთიანებს 30 უმსხვილეს კომპანიას, როგორებიცაა Apple, Coca-Cola და Microsoft. ეს კომპანიები მხოლოდ ბრენდები როდია– ისინი წარმოადგენენ ეკონომიკურ გიგანტებს.

დოუ-ჯონსის ინდექსი შეიქმნა უოლ სტრიტ ჯორნალის რედაქტორისა და Dow Jones & Company-ის თანადამფუძნებელი ჩარლზ დოუს მიერ. მისი მიზანი იყო ამერიკის საფონდო ბაზრების სამრეწველო კომპონენტის ანალიზი. დოუ-ჯონსის სატრანსპორტო ინდექსთან ერთად, DJIA უძველესი და უწყვეტად მოქმედი საბაზრო ინდექსია აშშ-ში.

მიუხედავად იმისა, რომ სახელი „ინდუსტრიული“ ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია, დღევანდელი 30 კომპონენტის უმეტესობა მძიმე მრეწველობასთან კავშირში თითქმის არ არის. ამასთან, DJIA წარმოადგენს ბაზრის ევოლუციის ცოცხალ მაგალითს.

ისტორიიდან: Dow Jones-ის ყველაზე დიდი ვარდნა მოხდა 1987 წლის "შავ ორშაბათს", როდესაც ინდექსმა ერთ დღეში 22.6% დაკარგა. ინდექსმა დროთა განმავლობაში აჩვენა, რომ ადაპტაცია და განვითარება მისი მთავარი მახასიათებელია.

Dow-ის ისტორია გვაჩვენებს, როგორ იცვლება დრო და როგორ ადაპტირდება ბაზარი. ინდუსტრიები, რომლებიც ერთ დროს ეკონომიკის ლიდერები იყვნენ, ახლა ისტორიის ნაწილია. რკინიგზა და შაქარი დღეს ციფრულმა ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა, ხოლო ძველი კომპანიების ადგილს ახალი მოთამაშეები იკავებენ. ეს მიგვანიშნებს მთავარ გაკვეთილზე: ადაპტაცია ბაზარზე გადარჩენის მთავარი იარაღია, და არა მხოლოდ ბაზარზე...


რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ტრეიდერებისთვის?

ისტორია არის გზამკვლევი: იმის ცოდნა, როგორ განვითარდა ბაზარი წარსულში, შესაძლებლობას გვაძლევს, შევაფასოთ მომავალი.

ინდუსტრიების ევოლუცია: ტრეიდერებმა უნდა ისწავლონ მზარდი სექტორების ამოცნობა მანამ, სანამ გვიანი იქნება.

უპირატესობა: ბაზარი აჯილდოებს მათ, ვინც მზად არიან ცვლილებებისთვის.


InvestMan-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბაზრის ისტორიის სიღრმისეული გაგება ტრეიდერებს კონკურენტულ უპირატესობას აძლევს. ეს არ არის მხოლოდ ინფორმაციის ცოდნა – ეს არის შესაძლებლობა, ისწავლოთ წარსულის გაკვეთილებზე. 

Dow Jones-ის ისტორიიდან დავიმახსოვროთ, რომ შესაძლებლობები ყოველთვის არსებობს მათთვის, ვინც მზად არის მათ დასანახად. დაე, ჩვენი განათლება და გამოცდილება გახდეს ჩვენი გზამკვლევი წარმატებისკენ.

Ana Kirtskhalia