<img height="1" width="1" style="display:none" src="https://www.facebook.com/tr?id=788031110130547&amp;ev=PageView&amp;noscript=1">

და მართლაც, რომელია საუკეთესო დრო ვაჭრობისთვის?!

და მართლაც, რომელია საუკეთესო დრო ვაჭრობისთვის?!

მოგეხსენებათ, სპილენძიდან დაწყებული და პირუტყვით დამთავრებული, სასაქონლო ფიუჩერსები (Commodity Futures) ბაზრის მონაწილეებს უნიკალურ ვარიანტებს სთავაზობს. ამ შეთავაზებების მრავალფეროვნება აქტიურ ტრეიდერებს საშუალებას აძლევს, საქმიანობა თითქმის 24/5 რეჟიმში წარმართონ. გარდა, პარასკევის შუადღიდან კვირა დღის საღამომდე, ეს შყალედი სავაჭრო პაუზად ითვლება.

აქვე აღვნიშნოთ, ვაჭრობის დღის ყველა საათი ერთნაირი მახასიათებლებით როდი გამოირჩევა. მრავალი ფაქტორი გავლენას ახდენს ბაზრის ქცევაზე ― ზოგი პოზიტიურად მოქმედებს, ზოგი კი ნეგატიურად. მოდით, განვიხილოთ სასაქონლო ფიუჩერსებთან დაკავშირებული დროის ფაქტორი, რათა სავაჭრო საათებიდან გამორჩეული დრო გამოვამჟღავნოთ.

და მართლაც, რომელ საათზე ვივაჭროთ?

ხართ თუ არა ენერგიების მოვაჭრე ან დაინტერესებული მარცვლეულითა თუ ზეთით, არის დღის კონკრეტული დრო, როდესაც ბაზრები ყველაზე აქტიურია. ხშირ შემთხვევაში, ეს პერიოდები რეგულარულად ჩნდება ზარის გახსნის ან დახურვის წინ ან შემდეგ ნახევარ საათში. როდესაც ტრეიდერები ჩქარობენ არსებული პოზიციების დახურვას და ახლის გახსნას, ამ დროს ლიკვიდურობა იზრდება. ამ ფენომენს შეუძლია შექმნას სტრატეგიული სავაჭრო შესაძლებლობების მთელი რიგი.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ყველაზე პოპულარული ფიუჩერსული პროდუქტი და მათთან დაკავშირებული სასაქონლო ვაჭრობის საათები (ყველა დროის EST):

trade times

ასევე, საჭიროა იცოდეთ უოლ სტრიტზე (Wall Street) „ნაღდი ფულის" გახსნის დრო. NASDAQ და NYSE იწყებენ ვაჭრობას ყოველდღე ერთსა და იმავე დროს: დილის 9:30 EST. მას შემდეგ, რაც გახსნის ზარი დარეკავს NYSE-ზე.

 

Ana Kirtskhalia