---
title: The Wall Street - ის კრახი
description: "1929 წლის ოქტომბერში ეკონომიკურმა სისტემამ უდიდესი “შოკი” მიიღო. ათწლეულის განმავლობაში ეკონომიკური ზრდით გამოწვეული მოლოდინები „შავი ხუთშაბათით“ - \"Black Thursday” დასრულდა"
image: https://investman.us/hubfs/191023163842-01-wall-street-crash-1929-restricted.jpg
---

[![investman logo cropped](https://investman.us/hs-fs/hubfs/investman%20logo%20cropped.jpg?width=170&height=73&name=investman%20logo%20cropped.jpg "investman logo cropped")](https://investman.us/)

- [ბლოგი](https://investman.us/blog)
- ვებინარები
  
  Show submenu for ვებინარები 
  
    - [ინვესტირება და ტრეიდინგი](https://event.webinarjam.com/register/3/xrpzoiw)
- [ივენთები](https://events.investman.us/)
- [კურსები](https://investman.learnworlds.com)
- [Facebook](https://www.facebook.com/investmancommunity)

- [ბლოგი](https://investman.us/blog)
- ვებინარები
  
  Show submenu for ვებინარები 
  
    - [ინვესტირება და ტრეიდინგი](https://event.webinarjam.com/register/3/xrpzoiw)
- [ივენთები](https://events.investman.us/)
- [კურსები](https://investman.learnworlds.com)
- [Facebook](https://www.facebook.com/investmancommunity)

# The Wall Street - ის კრახი

1929 წლის ოქტომბერში ეკონომიკურმა სისტემამ უდიდესი “შოკი” მიიღო. ათწლეულის განმავლობაში ეკონომიკური ზრდით გამოწვეული მოლოდინები „შავი ხუთშაბათით“ - "Black Thursday” დასრულდა

დაახლოებით 90 წლის წინ, მსოფლიო ისეთი მასშტაბის კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რომელსაც მანამდე ვერც კი წარმოიდგენდნენ. სამუშაო ადგილების უპრეცედენტო დაკარგვა, დანაზოგების გაქრობა და ათასობით ბანკის გაკოტრება – ეს ყველაფერი გასული საუკუნის 30-იან წლების „დიდი დეპრესიის“ - "Great Depression” ეპოქას ასახავს.

1929 წლის ოქტომბერში ეკონომიკურმა სისტემამ უდიდესი “შოკი” მიიღო. ათწლეულის განმავლობაში ეკონომიკური ზრდით გამოწვეული მოლოდინები „შავი ხუთშაბათით“ - "Black Thursday” დასრულდა, როცა უოლ-სტრიტზე (Wall Street) აქციების ფასებმა ვარდნა დაიწყეს. 24 ოქტომბერს, Dow Jones-ის ინდექსი 11%-ით შემცირდა, ხოლო მომდევნო რამდენიმე დღეში ბაზარი კიდევ უფრო, ეტაპობრივად დაეცა.

დროში გადახედვისას აშკარა ხდება, რომ კრიზისის პერიოდში აშშ-ის მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა არა მხოლოდ ვერ შეაჩერეს ეკონომიკური დეგრადაცია, არამედ გაამწვავეს იგი. ეს გამოწვეული იყო ეკონომიკური პოლიტიკის არასწორი მიმართულებებით, მათ შორის საბანკო და საფინანსო სისტემის არარეგულირებულობით.

კრიზისის “კატალიზატორი” გახდა ბანკების მიერ უკონტროლოდ გაცემული სესხები, რომლებსაც მოსახლეობა და კომპანიები საფონდო ბირჟაზე ინვესტიციებისთვის იყენებდნენ. 1929 წლისთვის, კომერციული ბანკების მიერ სესხად გაცემული ყოველი დოლარიდან 40 ცენტი სწორედ აქციების შესაძენად იხარჯებოდა.

1930 წელს კონგრესმა დაამტკიცა Smoot-Hawley ტარიფების აქტი, რომელმაც 3,200 პროდუქტზე იმპორტის გადასახადი 50%-ით გაზარდა. ამ ნაბიჯმა გლობალური ეკონომიკა სავაჭრო ომებში ჩააგდო და შეერთებული შტატების, ასევე დანარჩენი მსოფლიოს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა.

ამას დაემატა ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED - Federal Reserve System) არაეფექტური მონეტარული პოლიტიკა, რომელმაც ფულის მიწოდების შემცირებით დეფლაციისა და ეკონომიკური აქტივობების ვარდნა გამოიწვია. შედეგად, ბანკების დიდი ნაწილი გაკოტრდა, ხოლო მოსახლეობა დანაზოგების გარეშე დარჩა.

რუზველტის (Roosevelt) ადმინისტრაციის მიერ შემოღებული ზოგიერთი რეგულაცია, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემცირების პოლიტიკა და პროფკავშირების გაძლიერების კანონები, ასევე კრიზისის შეჩერებას ვერ დაეხმარა.

„დიდი დეპრესია“ გაგრძელდა თითქმის ერთი ათწლეული და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო რეალური აღდგენა. თუმცა, ეს პერიოდი მსოფლიო ისტორიაში მნიშვნელოვანი გაკვეთილად დარჩა, სადაც აშკარა გახდა, რომ არასწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებები, პანიკა და სარეგულაციო მექანიზმების არარსებობა ეკონომიკას დიდ ხიფათს უქმნის.

#### Share:

![](https://investman.us/hubfs/ana.jpg)

### Ana Kirtskhalia

### Related News

[![](https://investman.us/hs-fs/hubfs/CrudeOil.webp?width=352&name=CrudeOil.webp)](https://investman.us/blog/ნავთობის-ბაზარი-2024-წელი-და-2025-წლის-პროგნოზები)

[author's](https://investman.us/blog/tag/authors)

### [ნავთობის ბაზარი: 2024 წელი და 2025 წლის პროგნოზები](https://investman.us/blog/ნავთობის-ბაზარი-2024-წელი-და-2025-წლის-პროგნოზები)

[+ Read more](https://investman.us/blog/ნავთობის-ბაზარი-2024-წელი-და-2025-წლის-პროგნოზები)

[![](https://investman.us/hs-fs/hubfs/weforum-1.jpg?width=352&name=weforum-1.jpg)](https://investman.us/blog/2025-წლის-გლობალური-რისკები)

[interesting](https://investman.us/blog/tag/interesting)

### [2025 წლის გლობალური რისკები](https://investman.us/blog/2025-წლის-გლობალური-რისკები)

[+ Read more](https://investman.us/blog/2025-წლის-გლობალური-რისკები)

[![](https://investman.us/hs-fs/hubfs/funds.webp?width=352&name=funds.webp)](https://investman.us/blog/ბლექროკი-და-ვანგარდი)

[author's](https://investman.us/blog/tag/authors)

### [მართავენ თუ არა მსოფლიოს ეკონომიკას ბლექროკი და ვანგარდი?!](https://investman.us/blog/ბლექროკი-და-ვანგარდი)

[+ Read more](https://investman.us/blog/ბლექროკი-და-ვანგარდი)

გაერკვიეთ ეკონომიკის და ფინანსური ბაზრების რთული სამყაროში.

[Follow us on Facebook](https://www.facebook.com/investmancommunity) [Follow us on Facebook](https://www.youtube.com/@Investmanedu/) [Follow us on Facebook](https://discord.gg/knAvhFQZzd)

Developed by InvestMan Team

```json
{
  "@context" : "https://schema.org",
  "@type" : "BlogPosting",
  "author" : {
    "@type" : "Person",
    "name" : "Ana Kirtskhalia",
    "url" : "https://investman.us/blog/author/ana-kirtskhalia"
  },
  "dateModified" : "2025-01-10T21:27:56.005Z",
  "datePublished" : "2025-01-10T21:27:56.000Z",
  "headline" : "The Wall Street - ის კრახი",
  "image" : [ "https://investman.us/hubfs/191023163842-01-wall-street-crash-1929-restricted.jpg" ],
  "mainEntityOfPage" : {
    "@id" : "https://investman.us/blog/the-wall-street-crush-1929",
    "@type" : "WebPage"
  },
  "publisher" : {
    "@type" : "Organization",
    "logo" : {
      "@type" : "ImageObject"
    }
  }
}
```