InvestMan Blog

მართავენ თუ არა მსოფლიოს ეკონომიკას ბლექროკი და ვანგარდი?!

Written by Ana Kirtskhalia | Jan 28, 2025 12:39:55 AM

ხშირად ვხვდებით მოსაზრებას, რომ ბლექროკი (BlackRock) და ვანგარდი (Vanguard) მსოფლიოს ეკონომიკურ აქტივებზე უდიდეს კონტროლს ფლობენ. თუმცა, რამდენად შეესაბამება ეს რეალობას? მოდით, დეტალურად გავიაროთ.


ბლექროკი და ვანგარდი, მართლაც, მსოფლიოში უდიდესი საინვესტიციო კომპანიებია არიან, რომლებიც ტრილიონობით დოლარის აქტივებს მართავენ:

კერძოდ,
ბლექროკი (BlackRock): $10 ტრილიონი (2023 წლის მონაცემები).
ვანგარდი (Vanguard): $8 ტრილიონი.

თუმცა, აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მართვა არ ნიშნავს საკუთრებას. ისინი კლიენტების ფონდებს (პენსიური გეგმები, კერძო ინვესტორები და სხვ.) მართავენ და არა მხოლოდ საკუთარი აქტივების.

მიუხედავად ამისა, ბლექროკსა და ვანგარდს მაინც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ, მსოფლიო სიმდიდრეზე და იღებენ ყველა მნიშვნელოვან ფინანსურ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით მსხვილი კომპანიების მმართველობაში.

ისინი უმსხვილესი აქციონერები არიან ისეთი კომპანიების, როგორებიცაა Apple, Microsoft და Amazon.
მათი ხმის მიცემის უფლებები (proxy voting) მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამავე კომპანიების მართვაზე.

მაგრამ, მართალი როდია ის მოსაზრება, რომ ეს კომპანიები სრულ კონტროლს ფლობენ. მათი პასუხისმგებლობაა კლიენტების ინტერესების დაცვა და არა აქტივების მათი სურვილისამებრ გამოყენება.

მსგავსი მითები ხშირია დიდი მასშტაბის გამო, მაგრამ რეალობაში, ბლექროკი და ვანგარდი მხოლოდ ფინანსური შუამავლები არიან. მათი ფუნქციაა კლიენტების კაპიტალის მართვა გამჭვირვალე და სანდო გზით.

მართალია, ბლექროკსა და ვანგარდს აქვს გავლენა მსოფლიოს ფინანსურ სისტემაზე, მაგრამ მათ მთელ ეკონომიკაზე კონტროლი არ გააჩნიათ. მათი მუშაობა ეფუძნება კლიენტების ინტერესების დაცვას და არა აქტივების დამოუკიდებლად გამოყენებას.

მეტი ინფორმაციისთვის
თუ გსურთ მეტი ინფორმაციის გაგება, როგორ მუშაობენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა ბლექროკი და ვანგარდი, და რა გავლენა აქვთ მათ ფინანსურ ბაზრებზე, დაესწარით ჩვენს ვებინარს!

რეგისტრაციისთვის გადადით ლინკი : https://event.webinarjam.com/register/3/xrpzoiw