<img height="1" width="1" style="display:none" src="https://www.facebook.com/tr?id=788031110130547&amp;ev=PageView&amp;noscript=1">

ახალი წელი დადგაო, და…

2025 წლის ნარატივი იქნება მდგრადი ზრდის, ჭკვიანური სტრატეგიების და მუდმივად ცვალებადი გარემოს ნავიგაცია.

ახალი წელიც დადგა, და მალევე გამოჩნდა, რომ 2025 წელი ინვესტორებისთვის ბევრი სიახლით იქნება სავსე.

ბოლო ორი წლის განმავლობაში აქციების ბაზარი ნამდვილ ბუმს განიცდიდა. S&P 500-მა ზედიზედ ორი წელი 20%-ზე მეტი ზრდა აჩვენა — მსგავს შედეგს 1990-იანი წლების შემდეგ პირველად ვხედავთ.

ახლა კი, მთავარი შეკითხვა: რა გველოდება და გაგრძელდება თუ არა ეს "ბუმი"?

2024 წელს S&P 500-მა 23%-იანი ზრდა აჩვენა, რაც 2023 წლის 24%-იან შედეგს მოჰყვა. ვინაიდან და რადგან, მარკეტზე ზედიზედ სამი წლის განმავლობაში 20%-ზე მეტი ზრდა იშვიათობაა, ისტორია გვახსენებს და ამავდროულად ანალიტიკოსების უმეტესობა განიხილავს, რომ 2025 წელს ზომიერი ზრდაა მოსალოდნელი.

საინტერესოა, რომ ბაზრის ყურადღება "დიდებული შვიდეულის" — მეგა-ტექ გიგანტების — მიღმა ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ დიდი ტექნოლოგიური კომპანიების Magnificent Seven-ის ჯგუფმა - Apple (AAPL), Nvidia (NVDA), Microsoft (MSFT), Amazon (AMZN), Alphabet (GOOG) (GOOGL), Meta (META) და Tesla (TSLA)- 2024 წელს 63% მოიპოვა, მას შემდეგ რაც 2023 წელს 75%-ით გაიზარდა.

პროგნოზები აჩვენებს, რომ "S&P 493"-ის (ინდექსის დანარჩენი კომპანიები, "დიდებული შვიდეულის" გამოკლებით) მოგება 2025 წელს ორნიშნა ზრდას მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ საინვესტიციო შესაძლებლობები ბევრად უფრო ფართო გახდება.

აღსანიშნავია, 2025 წლის დასაწყისში დონალდ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში ახალი ინტრიგის მატარებელია. მისი გეგმები ვაჭრობის, გადასახადების და რეგულაციების ცვლილებებზე ბაზრისთვის მოულოდნელი სიურპრიზების მომტანი შეიძლება იყოს.

ტრამპის პოლიტიკის პროგნოზირება რთულია, მაგრამ აშკარაა, რომ ბიზნესზე ორიენტირებული დღის წესრიგი გარკვეულ პოზიტიურ მოლოდინს ქმნის. თუმცა, მაღალი შეფასებები და ბაზრის ისტორიული პიკები ინვესტორებს აფრთხილებს, რომ ნებისმიერი ეკონომიკური, ან პოლიტიკური შოკი შეიძლება დიდი ვოლატილობის მიზეზი გახდეს. 2025 წელს ადაპტაცია და სწრაფი რეაგირება გადამწყვეტი იქნება.

აქვე, ფიუჩერსულ ბაზარზე დაძაბულობა არანაკლებია. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, განსაკუთრებით მარცვლეული, იბრძვიან რთული ამინდისა და საექსპორტო გაყიდვების დაბალი მაჩვენებლების პირობებში. შუა დასავლეთში მოსალოდნელი ჩვეულებრივზე დაბალმა ტემპერატურამ და მოსალოდნელმა ქარიშხლებმა შეიძლება მოსავლის რაოდენობაზე გავლენა მოახდინოს, რაც, თავის მხრივ, ფასების ზრდას განაპირობებს.

ენერგეტიკის სექტორი კიდევ ერთი საყურადღებო სფეროა. ნედლი ნავთობის ფასები რჩება ცვალებადი, ხოლო ბუნებრივი აირი და სხვა საქონელი პასუხობენ როგორც გეოპოლიტიკურ მოვლენებს, ასევე მოთხოვნის ცვლილებას. ტრეიდერებს მოუწევთ თვალყური ადევნონ გლობალურ ცვალებადობას.

2025 წელი შეიძლება არ იყოს ისეთი "გამარჯვების მარში," როგორც გასული წლები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლებლობები იწურება. პირიქით, ინდუსტრიების ფართო სპექტრში შესაბამისი ინვესტიციების პოვნა შესაძლებელია.
ინვესტორებისთვის ეს წელი იქნება სტრატეგიული არჩევანის დრო. უნდა შეაფასოთ კორპორატიული შემოსავლის ზრდა, გაითვალისწინოთ გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური დინებები და მუდმივად დააკვირდნენ ბაზრის ტენდენციებს.

2025 წლის ნარატივი იქნება მდგრადი ზრდის, ჭკვიანური სტრატეგიების და მუდმივად ცვალებადი გარემოს ნავიგაცია.
თუ გამოცდილი ტრეიდერი ხართ, ან ახლახან იწყებთ ინვესტირების გზაზე სვლას, ეს წელი სავსეა შესაძლებლობებით. იყავით ინფორმირებული, იყავით ფრთხილი და გახსოვდეთ: ბაზარი ყოველთვის სავსეა სიურპრიზებით!

Ana Kirtskhalia