<img height="1" width="1" style="display:none" src="https://www.facebook.com/tr?id=788031110130547&amp;ev=PageView&amp;noscript=1">

ამერიკული ოცნება

„ამერიკული ოცნება“ გამოხატავს რწმენას, რომ ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად სოციალური წარმოშობისა თუ სტატუსისა, შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწიოს ქვეყანაში, სადაც თანასწორობა და თავისუფლება ფუნდამენტური ღირებულებებია.

დაფიქრებულხართ, რას ნიშნავს „ამერიკული ოცნება“? 

მისი მნიშვნელობა დროის მსვლელობასთან ერთად იცვლება და ახალი თაობებისთვის ახალ ინტერპრეტაციებს იძენს.

„ამერიკული ოცნება“ გამოხატავს რწმენას, რომ ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად სოციალური წარმოშობისა თუ სტატუსისა, შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწიოს ქვეყანაში, სადაც თანასწორობა და თავისუფლება ფუნდამენტური ღირებულებებია.

მაგრამ რამდენად რეალურია ეს?

ეს იდეა ჯერ კიდევ 1931 წელს გააჟღერა მწერალმა და ისტორიკოსმა ჯეიმს ტრუსლოუ ადამსმა (James Truslow Adams) თავის ცნობილ წიგნში „ამერიკის ეპოსი“ ( Epic of America). მისი აღწერით, „ეს არის ოცნება ისეთ ქვეყანაზე, სადაც ყველასთვის ცხოვრება იქნება უფრო უკეთესი, მრავალფეროვანი და სრულფასოვანი, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შანსი გააცნობიეროს თავისი შესაძლებლობები და მიაღწიოს მიზნებს".  

ოცნება, რომელიც ხშირად არარეალურია

თუმცა, ისტორია გვიჩვენებს, რომ ეს იდეალი ყოველთვის თანაბრად ხელმისაწვდომი არ ყოფილა. ქალებისა და უმცირესობების უფლებების შეზღუდვა, შემოსავლების უთანასწორობა და სოციალური ბარიერები ხშირად ამსხვრევდა „ამერიკული ოცნების“ საფუძვლებს.

თუმცა, ოცნება ცოცხლობს...

თანამედროვე ეპოქაშიც ეს ოცნება გამოწვევების წინაშეა. 1970-იანი წლებიდან გაზრდილი შემოსავლების უთანასწორობა და სხვა გამოწვევები ამ ოცნებას ბევრისთვის მიუწვდომელს ხდის.

და მაინც

„ამერიკული ოცნება“ მხოლოდ რეალობის მოლოდინი არ არის – ის იდეალია, შთაგონება, მოლოდინია, თვით "ოცნებაა" რომელიც ათასობით ადამიანს უბიძგებს საკუთარი მიზნებისკენ. ეს არის არა მხოლოდ თავისუფლება და ფინანსური წარმატება, არამედ შესაძლებლობა, იცხოვრო შენი ღირებულებების მიხედვით და იყო ის, ვინც ხარ.

და შენთვის, ამერიკული ოცნება როგორ გამოიყურება?

შესაძლოა, ეს იდეა აბსტრაქტულად მოგეჩვენოს, მაგრამ ის შეგვახსენებს, რომ პიროვნული წარმატება ხშირად ჩვენი ხედვის, შრომისა და შეუპოვრობის შედეგია. მთავარი კითხვა კი შემდეგია: როგორი იქნებოდა შენი ოცნება, რომლითაც ცხოვრებას უფრო სრულყოფილს გახდიდი?

Ana Kirtskhalia