შავი გედის თეორია (The Black Swan theory) წარმოადგენს მეტაფორას, რომელიც აღწერს იმ მოვლენებს, რომლებიც სრულიად მოულოდნელად ხდება და შემდეგ ახდენს უზარმაზარ გავლენას, მათი წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. ტერმინი დაფუძნებულია უძველეს გამონათქვამზე, რომელიც აცხადებდა, რომ "შავი გედები არ არსებობდნენ. თუმცა, როდესაც ევროპელმა ექსპედიციამ აღმოაჩინა შავი გედი, ეს გამონათქვამი გარდაიქმნა მეტაფორად, რომელიც ასახავდა ჩვენს შეხედულებებზე დაყრდნობით წარმოუდგენელ მოვლენებს.
ნასიმ ნიკოლას ტალემ (Nassim Nicholas Taleb) 2001 წელს წარმოადგინა ეს თეორია და აღნიშნა, რომ შავი გედი არის ისეთი მოვლენა, რომელიც სრულიად მოულოდნელია, მაგრამ მისი მასშტაბი და შედეგი მას ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აქცევს. "შავი გედი" ასახავს მოვლენებს, რომლებიც თავისი მნიშვნელობით ბევრად აღემატება ჩვეულებრივ მოვლენებს.
აღსანიშნავია, რომ გამონათქვამი "შავი გედი" პირველად გაჩნდა II საუკუნეში, როდესაც რომაელი პოეტი იუვენალი (Roman poet Juvenal's) აღნიშნავდა, რომ შავი გედი არ არსებობდა. ამ ტერმინმა მოგვიანებით შემოიტანა დიდი ცვლილება ჩვენს აზროვნების სისტემებსა და მის შინაარსზე.
1697 წელს ჰოლანდიელმა (Dutch) მკვლევრებმა აღმოაჩინეს შავი გედები ავსტრალიაში, რის შედეგადაც წარუდგენელი რამ გახდა რეალური. შავი გედი, როგორც მეტაფორა, შემდეგ გახდა გამონათქვამი, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ წინასწარმეტყველური შეუძლებლობა შეიძლება ერთხელ მაინც გახდეს რეალობად...
მაგალითთაგანი:
1. 9/11 თავდასხმები (2001 წელი)
მაღალი მასშტაბების ტერორისტული თავდასხმები მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზე აღმოჩნდა სრულად გაუთვალისწინებელი მოვლენა, რომელმაც შექმნა ღრმა ცვლილებები გლობალურ პოლიტიკაში, უსაფრთხოების სფეროსა და ავიახაზების ინდუსტრიაში. მასშტაბი და გავლენა მნიშვნელოვნად აღემატებოდა არსებული რისკის შეფასებებს
2. გლობალური ფინანსური კრიზისი (2007–2008 წლები)
Lehman Brothers-ის გაკოტრებამ და თანამდევმა ფინანსურმა კრიზისმა "შოკში" ჩააგდო მსოფლიოს ეკონომიკას. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ფინანსური ბაზრების არამდგრადობის ნიშნები, უმეტესობამ ვერ შეძლო კრიზისის მასშტაბების გამოთვლა, რამაც ძალზედ მძიმე და გრძელვადიანი შედეგები გამოიწვია მსოფლიო ფინანსურ სისტემებზე, მათ შორის "საბინაო ბუშტის" (HOUSING BUBBLE) აფეთქება.
3. "ინტერნეტის აღზევება"
მე-20 საუკუნის ბოლოს ინტერნეტის ფართოდ გავრცელებამ რევოლუცია მოახდინა საზოგადოებასა და სხვადასხვა ინდუსტრიებში. მიუხედავად იმისა, რომ ადრე არსებობდა იდეები ინტერნეტის პოტენციალის შესახებ, მასშტაბი და სიჩქარე, რომლითაც მან გარდაქმნა კომუნიკაცია, კომერცია და კულტურა, უმეტესობისთვის გაუთვალისწინებელი იყო.
4. COVID-19 პანდემია (2020 წელი)
კორონავირუსის გლობალური გავრცელება იყო გაუთვალისწინებელი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია მასშტაბური ავადმყოფობა, სიკვდილიანობა, ეკონომიკური შეფერხება და მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესში. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიები მსოფლიოში არსებობდა მანამდეც, COVID-19-ის სპეციფიკური ფორმა, ხანგრძლივობა და გლობალური შედეგები სრულიად არ იყო მოსალოდნელი.
5. საბჭოთა კავშირის დაცემა (1991 წელი)
საბჭოთა კავშირის (the Soviet Union) მოულოდნელმა დაშლამ და ცივი ომის (the Cold War) დასრულებამ მნიშვნელოვნად შეცვალა გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო. იმ დროს ბევრი ფიქრობდა, რომ საბჭოთა სისტემა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იარსებებდა, თუმცა ის სწრაფად დაიშალა, "შოკი" მიაყენა მსოფლიო საზოგადოებას და შეცვალა საერთაშორისო ურთიერთობები.
6. ფუკუშიმას ბირთვული კატასტროფა (2011 წელი)
იაპონიაში (Japan), ფუკუშიმას (The Fukushima) ბირთვული სადგურის ახლოს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ და არსებულმა ცუნამმა გამოიწვია ბირთვული კატასტროფა. ამ კატასტროფის მასშტაბმა და გრძელვადიანმა ეფექტებმა ეჭვქვეშ დააყენა ბირთვული ენერგეტიკის ინდუსტრია.