<img height="1" width="1" style="display:none" src="https://www.facebook.com/tr?id=788031110130547&amp;ev=PageView&amp;noscript=1">

აქტი MEGOBARI – გზავნილი ამერიკიდან?!

სენატორმა ჯინ შაჰინმა ასე შეაფასა ეს გადაწყვეტილება: „ჩვენ მივიღეთ MEGOBARI აქტი. ეს არის ძლიერი გზავნილი ქართველი ხალხისადმი, რომ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, განაგრძონ პროგრესი დემოკრატიის გზაზე.“

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა აქტი - MEGOBARI , რომელიც პირდაპირ საქართველოს ეხება.

სენატორმა ჯინ შაჰინმა ასე შეაფასა ეს გადაწყვეტილება: „ჩვენ მივიღეთ MEGOBARI აქტი. ეს არის ძლიერი გზავნილი ქართველი ხალხისადმი, რომ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, განაგრძონ პროგრესი დემოკრატიის გზაზე.“

მაგრამ რას ნიშნავს ეს ყველაფერი პრაქტიკაში? რატომ არის ეს აქტი მნიშვნელოვანი და როგორ ეხება ის საქართველოს მომავალს?

პირველი რაც უნდა გავიაზროთ: მიუხედავად "მეგობრული" სახელისა, MEGOBARI აქტი მხოლოდ მხარდაჭერის განცხადება არ არის.

ეს არის მკაფიო და პირდაპირი გზავნილი, რომ აშშ უკმაყოფილოა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დასავლურ ღირებულებებთან განდგომის ტენდენციით — განსაკუთრებით მაშინ, როცა შეინიშნება კავშირების გაღრმავება ისეთ ავტორიტარულ ქვეყნებთან, როგორებიც არიან რუსეთი, ირანი და ჩინეთი.

რას ითვალისწინებს MEGOBARI აქტი? თუ ეს კანონპროექტი საბოლოოდ დამტკიცდება ორივე პალატაში, აშშ-ის აღმასრულებელი შტო ვალდებული იქნება მიიღოს კონკრეტული ზომები საქართველოს მიმართ:

ანგარიში რუსეთის გავლენაზე:
180 დღის ვადაში მომზადდება სპეციალური ანგარიში, რომელიც შეეხება საქართველოში რუსეთის დაზვერვის ქსელს და მის საქმიანობას.

შესაძლო სანქციები:
თუ დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ან მათთან დაახლოებული პირები ხელს უშლიან დემოკრატიულ პროცესს, მათ შეიძლება სანქციები დაუწესდეთ.

არჩევნების შეფასება:
დოკუმენტი სთხოვს საქართველოს მთავრობას, ობიექტურად გამოიძიოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საჩივარი და დარღვევებზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ.

დახმარების გადახედვა:
აშშ განიხილავს საქართველოსთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაგრძელებას ან შეჩერებას – დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ იმოქმედებს საქართველოს მთავრობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე.

MEGOBARI აქტი ხაზგასმით ამბობს, რომ ამერიკის მხარე მხარს უჭერს ქართველ ხალხს — და არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას.

კანონპროექტი მოითხოვს ყველა პოლიტიკურმა მხარემ გააგრძელოს თანამშრომლობა საჭირო რეფორმებზე. ამასთან, თუ საქართველო კვლავ გადაწყვეტს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგზე დაბრუნებას, აშშ მზად იქნება ამ პროცესში მხარდაჭერისთვის.

MEGOBARI არ არის უბრალოდ აშშ-ს პოზიცია — ეს არის სარკე, რომელშიც საქართველოს დემოკრატიული მდგომარეობა აირეკლება.

ამ ეტაპზე არჩევანი ჩვენი გაკეთებელია: გავაგრძელებთ დასავლურ გზას, სადაც მთავარი ღირებულებაა თავისუფლება, კანონის უზენაესობა და დემოკრატია, თუ გადავუხვევთ კურსს და დავკარგავთ მიღწეულს?

ქართველ ხალხს ნათელი არჩევანი უკვე დიდი ხანია გააკეთებული აქვს. ახლა დროა, პასუხისმგებლობაც შესაბამისი იყოს — განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

Ana Kirtskhalia